Brownpill - ქართული Cool ბრენდის შექმნის ისტორია

ხაკისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი, შავი, თეთრი - ეს ის ფერებია, რომელსაც ქართული ბრენდი “ბრაუნფილი” თავის მინიმალისტურ კონცეფციაში აერთიანებს და მომხმარებელს ტრენდულ ორეულებს სთავაზობს. ბრენდის უკეთ გადასცნობად ინტერვიუ მის დამფუძნებელთან, თინა ნოზაძესთან ჩავწერეთ.

- მომიყევით თქვენს შესახებ, სახელი , როგორ გაგიჩნდათ ბრენდის შექმნის იდეა?

- მე ვარ თინა ნოზაძე 31 წლის , პროფესიით მხატვარი, დიზაინერი, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მოდის დიზაინის განხრით . 3 წლიდან დავიწყე ხატვა და ჩემი ოცნება ბავშობიდანვე იყო გავმხდარიყავი დიზაინერი. აქედან გამომდინარე ბრენდის შექმნაზე დიდი ხნის წინ დავიწყე ფიქრი.  

- როდის დაარსდს ბრენდი, რას ნიშნავს ბრენდის სახელი?

-  6 თვეა, რაც ბრენდი დავაარსე და მისი სახელწოდების იდეაც სრულიად სპონტანურად მომივიდა. მიუხედავად ამისა, სახელწოდება რაღაც დოზით ბრენდის კონცეფციას მაინც ეხმაურება. “ბრაუნფილი” ,იგივე ყავისფერი აბი - ბუნებაში არსებული ფერები  , ყავისფერი, თეთრი, ხაკისფერი და ა.შ ტონალობები ზუსტად ის ფერთაა გამაა, რომელსაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მიიღონ, როგორც  “აბი” .

- საიდან იღებთ ინსპირაციას? როგორი სტილის სამოსს კერავთ?

- ჩემი ინსპირაციის წყარო მრავალფეროვანი შეიძლება იყოს , ენერგია და იდეები მედიტაციის დროს მოდის , ასევე საინტერსო ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ჩემი სამოსი პირველ რიგში ბუნებრივი ქსოვილისგან მინდოდა შემექმნა რაც , ჩემთვის , როგორც ერთ-ერთი მომხმარებლისთვის სასიამოვნო და კომფორტული იქნებოდა. ბრენდი მხოლოდ ნატურალურ და მაღალი ხარისხის ქსოვილზე მუშაობს , რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მომხმარებლისთვის. 

-  რამდენად რთული აღმოჩნდა საქართველოში “სტარტაპერობა” მოდის სფეროში? რას ურჩევდით თქვენი გამოცდილებით დამწყებებს?

- ყველაფერს თავისი დრო აქვს , ამიტომ სირთულეს ვერ ვუწოდებ იმ ნაბიჯებს , რასაც ნებისმიერი დამწყები დიზაინერი გადააწყდება ბრენდის ჩამოყალიბების პერიოდში. თუ გაქვთ სურვილი ყველაფერს მიაღწევთ , მთავარია დარწმუნებულები იყოთ იმაში, რის გაკეთებასაც დააპირებთ . 

- ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია? მომხმარებელი?

- ჩემი მომხმარებელი ფართო სპექტრის აუდიტორიაა. იგი  ირჩევს , კომფორტსა და ხარისხს, ჩვენ ვქმნით ტანსაცმელს, როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც. 

- რომელი მოდელია ყველაზე გაყიდვადი? რაზეა დიდი მოთხოვნა?

- ყველაზე გაყიდვადი სპორტული კოტონის ორეულებია, თუმცა ყველაფერი რასაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ გაყიდვადია . 

- სამი სიტყვა, რომელიც მარტივად აღწერს თქვენს ბრენდს?

- ხარისხი, კომფორტი , მინიმალიზმი

- რას გეგმავთ სამომავლოდ?

- სამომავლოდ იგეგმება   ბრენდის ზახის გაფართოვება და განვითარება სწორი მიმართულებით. 





Comments