Manifest - შენი სურვილების მანიფესტაცია

 ფეხსაცმელები და აქსესუარები, ტრენდული წელის ჩანთები და ჩანთები ყოველდღიურობისთვის - ქართული ბრენდი “მანიფესტი” უკვე რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე , თუმცა საზოგადოების დიდი ყურადღება უკვე მიიქცია. 

      რა არის საჭირო იმისათვის რომ დღეს წარმატებული ბრენდი შექმნა? რა თქმა უნდა, ხარისხიანი მატერიები, კრეატიული ბრენდინგი და ხარისხიანი კონტენტი სოციალურ ქსელში. “მანიფესტი” კი ის ბრენდია, რომელიც ყველა კრიტერიუმს უპირობოდ აკმაყოფილებს. რამდენად მარტივი აღმოჩნდა “სტარტაპის” დაწყება და რას გეგმავს ბრენდი სამომამვლოდ ამასთან დაკავშირდებით ბრენდის დამფუძნებელს 31 წლის ნინუცა ცინცაძეს ვესაუბრეთ.

-  მომიყევით თქვენს შესახებ, როგორ გაგიჩნდათ ბრენდის დაარსების იდეა?

- ყოველთვის მინდოდა საკუთარი ბიზნესი მქონოდა, თუმცა რატომღაც აქამდე არ მომეცა საშუალება ჩემი მიზნები განმეხორციელებინა. პანდემიის პერიოდში ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის და სწორედ ამ დროს გამიჩნდა იდეა გამეკეთებინა რაღაც ახალი, განსხვავებული და გემოვნებიანი. მალე ჩემი იდეა გავუზიარე ჩემს დებს, თათას და მარიამს და მათაც აიტაცეს.ასე დაარსდა მანიფესტი, რომელსაც დღეს უკვე სამი და უდგას სათავეში.

- რამდენი ხანია, რაც დაარსდა ბრენდი?

- ბრენდი სულ რაღაც რამოდენიმე თვეა, რაც დაარსდა, თუმცა მიუხედავად ამისა უკვე გვყავს ჩვენი მომხმარებელი, რაც ძალიან სასიხარულო და საამაყოა.

- როგორ ინაწილებთ ვალდებულებებს?

- იქედან გამომდინარე რომ სამნი ვართ, ვალდებულებებს თანაბრად ვინაწილებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, თავი არ დავზოგოთ სასურველი შედეგის მისაღწევად.აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, რომლებიც აქტიურად გვეხმარებიან და გვგულშემატკივრობენ.

- რამდენად რთულია ქართული ბაზარი აქსესუარებზე სამუშაოდ?რა პრობლემებს წააწყდით?

- ვფიქრობ, ყველაფერს ყავს თავისი მყიდველი, თუმცა გემოვნება ჩემთვის უპირველესია.არასდროს ვეთანხმებოდი ბანალურ ფრაზას "გემოვნებაზე არ დავობენ". აქსესუარი ძალიან საჭირო ნივთია, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.ჩვენი აქსესუარების ნაწილი კი ორივეზეა გათვლილი.ვფიქრობ, ბიზნესის კეთებისას აუცილებელია სწორი მიდგომა, მუდმივი სიახლეები და შედეგზე ორიენტირება.

- რას ურჩევდით სტარტაპერებს მოდის სფეროში? რა გაითვალისწინონ?

- პირველ რიგში ზუსტად უნდა იცოდნენ რა უნდათ, შემდეგ კი მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი უნდა გააკეთონ.




- როგორ მოგდით იდეები? რა არის თქვენი ინსპირაცია?

- იდეები სპონტანურად მოგვდის, ვქმნით ისეთ მოდელებს, რასაც თავადაც სიამოვნებით ვატარებთ.რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მოდის ტენდენციებს, თუმცა კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ისეთი მოდელების შექმნას, რაც შეიძლება მოდაში იყოს, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონდეს.

- რამდენად ხელმისაწვდომია ფასები? როგორ შეიძლება შეძენა?

- მაქსიმალურად ვეცადეთ, ფასები ხელმისაწვდომი ყოფილიყო და მგონი, გამოგვივიდა.ნივთის ღირებულება დარეგულირებულია ხარისხთან.ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ მაღაზიას წარმოვადგენთ,შესაბამისად მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ სოციალურ ქსელში დაგვიკავშირდეს.

- არის თუ არა შესაძლებელი აქსესუარის დამზადება მომხმარებლის გემოვნებით?

- მომხმარებელი სასურველ ნივთს ირჩევს მხოლოდ ჩვენი კატალოგიდან.

- რომელია თქვენი ყველაზე გაყიდვადი მოდელი?

- ამ სეზონზე ღია ფეხსაცმლის სრული ბუმია (ნებისმიერი ფერი)

- რას გეგმავთ სამომავლოდ?

- მომავლისთვის ბევრი იდეა და ჩანაფიქრი გვაქვს, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ.სულ მალე მომხმარებელს ექნება საშუალება შეიძინოს გარდამავალი სეზონისთვის შესაფერისი ტრენდული მოდელები.

Comments