Abeto - ქართული აქსესუარების ბრენდი


გაიცანით, კიდევ ერთი ქართული ბრენდი “აბეტო”, რომელსაც ნაკლებად ვუწოდებდი “Start up”-ს , რადგან ბრენდი უკვე 7 წლის არის.
“აბეტო” ჯერ კიდევ მაშინ გახდა ქართველი ცნობადი სახეები ფავორიტი ბრენდი, როცა ინსტაგრამი და ბლოგერონა ნაკლებად იყო განვითარებული… როგორი იყო გზა დღემდე ამაზე ბრენდის დამფუძნებელი თავად მოგვიყვება.

- მომიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ და როგორ გაგიჩნდათ მოდის სფეროში მოღვაწეობის სურვილი?

- მე ვარ ეთო 27 წლის, ამჟამად ვმუშაობ საბანკო სფეროში,თუმცა ასევე მაქვს ბავშვობის გატაცება , რომელზეც რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობ . ვცდილობ, რომ დავხვეწო მუშაობის ტექნიკა და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სამკაული შევთავაზო მომხმმარებელს.


- როდის დაარსდა ბრენდი, რა არის ბრენდის კონცეფცია?

- ბრენდი დაარსდა 2014 წელს და დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს, სადაც წარმოდგენილი გვაქვს ხელნაკეთი აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანი.

- რამდენად მოთხოვნადია დღეს საქართველოში მსგავსი სამკაულები?როგორ ქმნით დიზაინს?

- ვფიქრობ, დღესდღეობით ძალიან მოთხოვნადია ხელნაკეთი ნივთები, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ქვების სპეციფიკიდან გამომდინარე ანალოგი შესაძლოა, ვერ დამზადდეს და მომხმარებელს ჰქონდეს ექსკლუზიური სამკაული.

- რა ქვებს იყენებთ? თუ ხდება ინდივიდუალური შეკვეთა?

- ახალი კოლექცია მოიცავს ნატურალურ ქვებს, მდინარის მარგალიტებს. მომხმარებელმა ხშირ შემთხვევაში თავად იცის რომელი ქვები შეესაბამება მას და შესაბამისად ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს საკუთარი დიზაინით-ანუ მათი სურვილების გათვალისწინებით.

- რა ფუნქცია აქვს თქვენს ბრენდს დღევანდელ ქართულ ბაზარზე, რა არის თქვენი მიზანი?

- ჩვენი ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს ისეთ ხელნაკეთ აქსესუარებს რომელიც არის მაღალი ხარისხით დამზადებული,ასევე ისეთი ფასებით რომ ყველამ შეძლოს მათი შეძენა.

- როგორ ახერხებთ თქვენი საქმიანობის და ბრენდის მართვის შეთავსებას? თუ გეხმარებათ ვინმე?

- დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მიწევს სახლიდან მუშაობა, რის გამოც მაქვს დროის დიდი რესურსი რომ განვავითარო საკუთარი შემოქმედება.

- როგორ შეიძლება შევიძინოთ სამკაულები?

სამკაულების შეძენა შესაძლებელია ონლაინ - 

Facebook: ABETO•აბეტო

ინსტაგრამი: abeto_official

- რას გეგმავთ სამომავლოდ?

- სამომავლი გეგმებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა დიდი სურვილი მაქვს გავხნა საკუთარი შოურუმი, სადაც მომხმარებელი შეძლებს დაათვალიეროს, აირჩიოს, მოიხდინოს და ისე შეიძინოს აქსესუარი.

Comments