Aninas Shop- თეთრეული ყველა მოდისმოყვარულის საძინებლისათვის.



  თქვენ გგონიათ მოდა მხოლოდ აქსესუარებისა და ტანსაცმლისგან შედგება ? - არა მოდა ყველგან და ყველაფერშია. მათ შორის კი ავეჯი, დიზაინი, დეკორაციები და ასე შემდეგ. 
  ამბობენ რომ ძილის ხარისხზე მნიშვნელოვნად სწორედ თეთრეული მოქმედებს - ფერი, ფაქტურა, დიზაინი და ა.შ 
  ასე რომ როგორც აქსესუარებზე ამბობენ ეცადეთ სათვალე და საათი, ყოველთვის ხარისხიანი გქონდეთო, ასევე გეტყოდით საძინებლიდან ყურადღება თეთრეულს მიაქციეთ. ასევე, სანამ ძილის აბების დალევას დაიწყებდეთ გადახედეთ რამდენად კომფორტული და ხარისხიანია არა ლოგინი, არამედ თქვენი თეთრეული.
 დღეს ქართულ კომპანიას “Aninas Shop” გაგაცნობთ. ბრენდი თეთრეულის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. გაეცანით ინტერვიუს ბრენდის დამფუძნებელ ანნა მუმლაძესთან.

- მომიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ და როგორ გაგიჩნდათ ამ სფეროში მოღვაწეობის სურვილი?

- ვსწავლობდი ბიზნეს-ადმინისტრირებაზე, ვმუშაობ ფინანსების მიმართულებით, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაც ,,ჩემი" უნდა გამეკეთებინა. ყოველთვის მომწონდა საოჯახო ტექტილი და მსგავსი ნივთები, ამიტომ გადავწვიტე ამ მიმართულებას მივყოლოდი. შევისწავლე ბაზარი და ვნახე, რომ იმ დროისთვის ჩვენს ბაზარზე ძალიან მცირე იყო მსგავსი კომპანია, ვინც ქართულ თეთრეულს აწარმოებდა. ეს ერთდროულად კარგიც იყო და სარისკოც, მაგრამ მოთხოვნა გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი და ძალიან მახარებს, რომ მომხმარებელი უკვე აქტიურად გადადის ქართული პროდუქტის შეძენაზე. 


- როდის დაარსდა ბრენდი, რა არის ბრენდის კონცეფცია?

- აქტიურად ონლაინ სივრცეში გამოვჩნდით გასულ ზაფხულს, მაშინ ვამზადებდით მხოლოდ თეთრეულს. მას შემდეგ გამუდმებით ვცდილობთ მრავალფეროვნება შევიტანოთ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში - დავამატეთ სუფრები, საწოლის გადასაფარებლები, პლედები, პირსაწმენდები, სხვადასხვა დეკორატიული ნივთები, ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც შეიძლება სახლში დაგჭირდეთ. 



-  რამდენად მოთხოვნადია დღეს საქართველოში მსგავსი თეთრეული? როგორ არჩევთ დიზაინს? სად ხდება წარმოება?

- როგორც უკვე გითხარით, მომხმარებელთა გამოხმაურებამ მოლოდინს გადააჭარბა, უკვე გვყავს არაერთი ერთგული მომხმარებელიც. წარმოება თბილისში ხდება, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს მიწოდების სერვისი. თითქმის ყველა რეგიონში გვაქვს უკვე გაგზავნილი ჩვენი თეთრეული, აქტიურად არის მომხმარებელი ჩართული რეგიონებიდან, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მომხმარებლებიც გვყავს და ეს ძალიან სასიხარულოა. 


-რომელი მოდელებია მოთხოვნადი?თუ ხდება ინდივიდუალური შეკვეთა?

მოდელის შექმნა ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მომენტია, ყოველთვის  ვცდილობ სხვებისგან განსხვავებული მოდელები შევარჩიო, მომწონს კონტრასტული ფერებიც და სადაც. ჩვენი მომხმარებელი ძალიან ხშირად აღნიშნავს, რომ ძალიან ლამაზი, დახვეწილი და მართლაც განსხვავებული ფერთა შეხამება გვაქვს. ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად რომელიმე ერთი მოდელი არის მოთხოვნადი, თუმცა  არის რამდენიმე მათგანი გამორჩეული. ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ ყველა მომხმარებელს აქვს საშუალება შეარჩიოს არა მხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული თეთრეული, არამედ შექმნას თავისი გემოვნებით. ყოველთვის მაქსიმალურად ვეხმარებით  შერჩევაში, რადგან მთავარი მათი კმაყოფილებაა.

- რა ფუნქცია აქვს თქვენს ბრენდს დღევანდელ ქართულ ბაზარზე, რა არის თქვენი მიზანი?

- ვფიქრობ, დიდი წვლილი შეგვაქვს ქართული ბაზრის განვითარებაში. აქტიურად ვამსხვრევთ სტერეოტიპს, რომ ქართული არ ვარგა, უხარისხოა და ასე შემდეგ. ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია, ამიტომ ყოველი მოდელი იქმნება მხოლოდ ნატურალური, 100 % ბამბის შემცველობის ქსოვილებით. ასევე აღსანიშნავია, ის რომ  ვცდილობთ ფასი ხარისხთან შესაბამისი და ქართული ბაზრისთვის ხელმისაწვდომი იყოს. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ დღემდე არ გვყოლია არც ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი. 

მიზნები და გეგმები ბევრი გვაქვს, მართალია პანდემიამ ხელი შეგვიშალა უფრო სწრაფად განვითარებაში, მაგრამ არ ვაპირებთ გაჩერებას, ძალიან ბევრი იდეა გვაქვს, რომელსაც უახლოეს მომავალში ეტაპობრივად განვახორციელებთ და ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო გავანებივრებთ მრავალფეროვანი ასორტიმენტით. 



- როგორ ახერხებთ თქვენი საქმიანობის და ბრენდის მართვის შეთავსებას? თუ გეხმარებათ ვინმე?

- მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული და დატვირთული გრაფიკი მაქვს, თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს, ამ საქმისგან პირველ რიგში, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. მოუთმენლად ველოდები ყოველი მოდელის დამზადებასა და შემდომ ყოველი მომხმარებლის გამოხმაურებას. როცა გვწერენ, რომ მიიღეს შეკვეთა და აღფრთოვანებულები არიან, ისე მოსწონთ - ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა ჩვენი გუნდისთვის, ისეთი სიამაყის გრძნობა მეუფლება, ყოველგვარი დაღლილობა მეხსნება. რა თქმა უნდა, გაცნობიერებული მაქვს რა მინდა და ვიცი, ბევრი მუშაობა მომიწევს მიზნის მისაღწევად, თუმცა ეს დამღლელი პროცესიც სასიამოვნოა საბოლოო ჯამში. 

რა თქმა უნდა, მარტო ვერ შევძლებდი ამ ყველაფრის გაკეთებას. პირველ რიგში, ჩემი ოჯახი მიდგას გვერდით ყველანაირი თვალსაზრით, ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს. ასევე, ჩემი მეგობრებიც აქტიურად არიან ჩართული ბრენდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა თითოეულ მათგანს ამისთვის. 

- როგორ შეიძლება შევიძინოთ თეთრეული?

- შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ: facebook ან instagram გვერდიდან. ასევე, ჩვენი პროდუქტის გარკვეული ნაწილი უკვე განთავსებულია მისამართზე: ვერცხლის ქუჩა #41. 


- რას გეგმავთ სამომავლოდ?

- როგორც ვთქვი, ბევრი გეგმა გვაქვს, ბევრი ახალი პროდუქტიც გვექნება, რასაც ეტაპობრივად შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს, წინასწარ საუბარი არ მსურს, ჯობია ჩვენს გევრდებს ადევნოთ თვალყური და გაეცნოთ სიახლეებს. ასევე, უახლოეს მომავალში აუცილებლად ვაპირებთ გაფართოებას. 


Comments