CROSI - დეტალები უპირველესად.



 ასეა თუ ისე უნდა ვაღიაროთ, რომ საყელოები 60-80 წლებიდან 2021 ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული აქსესუარია. ამაზე მნიშვნელონად იმოქმედა ლედი დის უკვდავი სტილის გავლენამ, რომელიც 5 წელში ერთხელ მაინც ახლდება. მაგალითად, გასულ წლებში ლეგინსების დაბრუნებაც სწორედ ჰერცოგინიას უკვდავ სტილს უნდა მივაწეროთ. საყელოები ჩვენ ჯერ კიდევ 2020 წლის კოლექციებში ვიხილეთ დიზაინერებთან და მსოფლიო ბრენდებთან. სანამ ინდუსტრია პანდეემის დარტყმისგან მოსულიერებას ცდილობდა 2021 წლის იანვარსა და თებერვალში საყელოებმა ყველა ბლოგერის გარდერობი მოიცვა, ნელ-ნელა კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. თბილისში ეს ტენდენცია ცოტა გვიან , გაზაფხულის მიწურულს ვრცდელდება , თუმცა უნდა აღინიშნოს ბრენდი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში , შექმნა საყელოების კოლექცია და მისი სახელია “CROSI” - კლასიკური, ელეგანტური და დეტალებზე ორიენტირებული, უმჯობესია ბრენდი, თავად დამფუძნებელმა , მარიამ ძიბახიძემ გაგვაცნოს.

- მომიყევით თქვენ შესახებ, ვინ ხართ პროფესიით, როგორ გაგიჩნდათ ბრენდის დაარსების იდეა?

-  დავამთავრე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვსწავლობდი თეატრალურზეც. ბავშვობიდან ძალიან მიჭირდა სასურველი სამოსის შერჩევა, რადგან ვაკვირდებოდი დეტალებს. სულ მქონდა სურვილი შემექმნა სამოსი, რომელიც იქნებოდა კლასიკური და ძალიან დახვეწილი, რომელშიც სხვები თავს იგრძნობდნენ სრულყოფილად. დეტალების ერთობლიობა ქმნის ბრენდის სრულყოფილებას.

-  ვიტყოდი საკმაოდ რთული პერიოდი დაემთხვა, რამ მოგცათ ბიძგი პანდემიის პერიოდში ბრენდის დაგეარსებინათ? რატომ “ქროსი”?

-  ბრენდის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ოჯახის წევრებს და ახლო მეგობრებს. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, პანდემიის პერიოდში მათი თანადგომით ბრენდი საბოლოოდ დაარსდა. ბრენდის სახელზე ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ CROSI-ზე ჩამოვყალიბდი.


დეტალებია მნიშვნელოვანია - ვხვდებით თქვენი გვერდის ერთ-ერთი ფოტოს წარწერაში, რას აქცევთ ყურადღებას მუშაობის დროს? რა მატერიებს იყენებთ?

- როგორც აღვნიშნე განსაკუთრებულ ყურადღებას დეტალებს ვაქცევ - სწორი ნაკერი, ფერები, ფორმა - ეს ყველაფერი სამოსს დახვეწილობას მატებს. ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ქსოვილებს და ნატურალურ ქვებს, რაც ბრენდს განსხვავებულიბას სძენს.

- ვიტყოდი მსოფლიო მოდის ტრენდს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებთ- საყელოებზე ამ სეზონზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა - რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? რას მატებს სამოსს საყელოები?

-  საყელო არის ის მნიშვნელოვანი აქსესუარი, რომელიც ჩაცმულობას მატებს ელეგანტურობას, რაც გვხდის მეტად თავდაჯერებულს.


-  საკმაოდ საინტერესო კონტენტი გაქვთ, თქვენი ბრენდის სახეებიც გამოირჩევიან, რა კონცეფციას ატარებს ბრენდი? რას უსვამთ ხაზსს თქვენი ფოტოსესიებით?

ბრენდი არის კლასიკური სტილის. აქსესუარების მორგება შეუძლია ყველას. სწორედ ეს არის ჩემი მთავარი იდეა - CROSI ყველა ასაკისთვისაა.

ახალ კოლექციაზე უკვე მუშაობთ, რას უნდა ველოდოთ თქვენგან შემოდგომაზე ?

- დიახ, რა თქმა უნდა ახალ კოლექციაზე უკვე ვმუშაობთ. თქვენს წინაშე წარვსდგებით ბევრი სიახლითა და მეტი ბზინვარებით.


-  სად და როგორ შეიძლება თქვენი აქსესუარების შეძენა?


- ამჟამად CROSI-ის აქსესუარების შეძენა შესაძლებელია საბურთალოს “სითი მოლში”. ასევე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სამოსი შეიძინოს ჩვენს ონლაინ მაღაზიაში facebook-ისა და instagram-ის საშუალებით.

- რომელია ყველაზე მოთხოვნადი მოდელები ამ ეტაპზე?

- ვერ გამოვარჩევ რომელიმე კონკრეტულ მოდელს. თითოეულ მათგანზე მაღალი მოთხოვნაა, რაც ძალიან სასიამოვნოა.


- რა არის თქვენი საოცნებო მიზანი? სად ხედავთ ბრენდს მომავალში?


- უპირველესყოვლისა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ ნდობა მოგვეპოვებინა ქართულ ბაზარზე. ეს შევძელით, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს მომხმარებელს და დაინტერესებულ პირს. ამის შემდეგ გავცდით საქართველოს ფარგლებს. CROSI-ით დაინტერესდნენ ბელგიაში, გერმანიასა და დუბაიში, სადაც ბრენდმა დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ აქ ვხედავ CROSI-ის მომავალს - ქართული ბრენდი მსოფლიო ბაზარზე

Comments