MARIKONE - ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელთან



  როცა საუკუნის წინ კორსეტის ტარებისგან დაავადებულ ქალებს მშველელად კოკო შანელი მოევლინა და მათი გარდერობიდან თითქოს საბოლოოდ გააქრო ეს ატრიბუტი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა რომ ასწლეულის შემდეგ ეს ტრენდი მოდაში კვლავ დაბრუნდებოდა, ამჯერად ერთი განსხვავებით, უფრო თავისუფალი და მოდერნიზებული სახით. 

   დავინტერესდი თუ გვქონდა საქართველოში კორსეტების ბრენდი და აღმოვაჩინე “MARIKONE” - სადა , თანამედროვე და ელეგანტური ბრენდი, როგორ მოუვიდა დიზაინერს კორსეტების შექმნის იდეა ამაზე თავად 28 წლის მარი ძნელაძე მოგვიყვება.  


- მომიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ და როგორ გაგიჩნდათ მოდის სფეროში მოღვაწეობის სურვილი?  

- ამ სფეროთი დაახლოებით 14 წლის ასაკიდან დავინტერესდი და დავიწყე , მოდელირება-კონსტრუირების შესწავლა. პრაქტიკა საკმაოდ ძლიერ კონსტრუქტორებთან გავიარე. რაც შეეხება კორსეტებს,  5 წლის უკან , ვერც კი წარმოვიდგენდი მათი შექმნის იდეა რომ მომივიდოდა,სანამ სრულიად შემთხვევით არ დავიწყე მუშაობა  ისრაელში, კონკრეტულად  “Berta Balilti”-ს მოდის სახლში, სადაც თითოეული კორსეტი , შეიძლება, ითქვას Haute Couture-ია . ამ ყველაფერმა  გადამაწყვეტინა კორსეტებზე მეტი აქცენტი გამეკეთებინა.

- როდის დაარსდა ბრენდი, რა არის ბრენდის კონცეფცია? 

    - ქართულ ბაზარზე,   MARIKONE ოფიციალურად 2 წელია რაც გამოჩნდა. ბრენდის მიზანია კორსეტის გამოყენება Street style-ში , რაც ხაზს გაუსვამს ქალის დახვეწილობას და პიკანტურობის შეუნარჩუნებს.

- რამდენად მოთხოვნადია დღეს საქართველოში მსგავსი აქსესუარები?როგორ ქმნით დიზაინს? 

    - ჩანაფიქრმა,რომ კორსეტი გამხდარიყო მოდური დეტალი,ჩვენს დღევანდელობაში ძალიან მალე გაამართლა და საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. ყოველთვის ვცდილობ, დიზაინი არ მოვაქციო ჩარჩოებში და კუბიზმი,რაც ჩემი შთაგონების წყაროა,მინიმალისტურად იქნას კორსეტში ან თუნდაც სხვადასხვა სამოსში გადმოცემული.

- რა მატერიალებს იყენებთ ტანსაცმლის და აქსესუარების შესაქმნელად ?თუ ხდება ინდივიდუალური შეკვეთა?

   -  რა თქმა უნდა, არის ინდივიდუალური შეკვეთები, რაც შეეხება მასალებს,ქსოვილს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.ხშირად ვიყენებ ხავერდს,აბრეშუმს და ვეგანურ ტყავს.

- რა არის თქვენი მიზანი?

  -  ჩემი მიზანია გადმოვცე,როგორც ხარისხზე ორიენტირებული დახვეწილი და თანამედროვე შტრიხებით შექმნილი ბრენდი.

- როგორ ახერხებთ თქვენი საქმიანობის და ბრენდის მართვის შეთავსებას? თუ გეხმარებათ ვინმე?

  - რაც ჩემს საყვარელ საქმეს მოიცავს ყველაფერს ადვილად ვუმკლავდები,ამ ეტაპზე დამხმარე არ მყავს,მაგრამ მალე დამჭირდება.

- როგორ შეიძლება შევიძინოთ თქვენი პროდუქტი?

  - ჩვენი პროდუქციის შეძენა ხდება,ინსტაგრამ და “ფეისბუქ” გვერდების მეშვეობით.ასევე ,შეგიძლიათ მაღაზია “geofashionlab”-ში.


- რას გეგმავთ სამომავლოდ?

  - სამომავლოდ ვაპირებ ბრენდის გაფართოებას , რაც თავისთავად ბევრ სიახლეებსს გულისხმობს

Comments