Teako’s t shirts - თუ ორიგინალურობა თქვენი სავიზიტო ბარათია.




 ყველაფერი მარტივად იწყება ხოლმე, სტანდარტული სცენარი - იბადებიან ნიჭიერი ადამიანები, რომელთა ნიჭსაც ადრე თუ გვიან ვიღაც აღმოაჩენს. ზოგს პროფესიონალები, ზოგს მეგობრები - რა მნიშნვნელობა აქვს ვინ?! მთავარია, ვიღაც დაგანახოს შენი თავი საუკეთესო ვარიანტით , ისე რომ განვითარება დაიწყო. ასე მოხდა 26 წლის  თეა ქველაძის შემთხვევაშიც , რომელმაც გასართობი, საქმიანობად აქცია.

-  მომიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ და როგორ გაგიჩნდათ მოდის სფეროში მოღვაწეობის სურვილი?

- დავამთავრე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სამართლოს ბაკალავრი , ჩემთვის ვიკერავდი მაისურებს მინდოდა რაიმე განსხავებული მქონოდა ამის შემდეგ ჩემს სამეგობროსა თუ სანაცნობოში ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებდა ჩემი მაისურები და გადავწყვიტე მათთვისაც შემექმნა რაიმე ორიგინალური და განსხვავებული ამის შემდეგ მოდის სფეროში მოღვაწეობის სურვილი გამიჩნდა . 

- როდის დაარსდა ბრენდი?

- დაახლოებით 3-4 თვეა რაც დაარსდა ჩემი ბრენდი 

-  რამდენად მოთხოვნადია დღეს საქართველოში მაისურები? როგორ ქმნით დიზაინს?

- ჩემი აზრით, ყველა განსახვავებული პროდუქტი ყოველთვის მოთხოვნადია.ჩემი ინსპირაცია იყო აფრიკელი ქალები და ისინი გადმოვიტანე ჩემს მაისურებზე და ასე შევქმენი ჩემი ბრენდი. 


- რა ქსოვილებს იყენებთ? თუ ხდება ინდივიდუალური შეკვეთა?

- 100% იანი ბამბაა, რათქმაუნდა ხდება ინდივიდუალური შეკვეთებიც .

- რა ფუნქცია აქვს თქვენს ბრენდს დღევანდელ ქართულ ბაზარზე, რა არის თქვენი მიზანი?

-მინდა ყველას განსხვავებული პროდუქტი შევთავაზო და ასევე მივცე საშუალება ჩემს მომხმარებლებს თავად აირჩიონ მაისურის დიზაინი თუ ნახატი გახდნენ ისინიც განსხვავებულები და გაატარონ დღეები კომფორტულად ჩემს მაისურებთან ერთად . 

- როგორ ახერხებთ თქვენი საქმიანობის და ბრენდის მართვის შეთავსებას? თუ გეხმარებათ ვინმე?

- როდესაც გიყვარს შენი საქმე არ არსებობს რაიმე დაბრკოლება და შეუთავსებლობა, რადგან მას დიდი მონდომებით და დიდი სიყვარულით აკეთებ.  მეხმარებიან ოჯახის წევრები .

- როგორ შეიძლება შევიძინოთ მაისურები?

- მაისურის შეძენა ხდება ონლაინ შეკვეთით ირჩევენ დიზაინს ფერს ნახატს ამის შემდეგ იკერება მაისურები და ხდება დაპრინტვა სასურველი ნახატის .



- რას გეგმავთ სამომავლოდ?

- ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ფერის მაისურებს ვთავაზობ ჩემს მომხამრებლებს და კეპებს , სამომავლოდ ვაპირებ ჰუდების და გრძელ სახელოებიანი მაისურების დამატებას .


Comments