“Top Model”-ის კონკურსანტი თათუკა გელაშვილი - “ სარკეში ჩახედვისას ჩემი თავი არასდროს მომწონდა…”

 


  როგორც უკვე იცით “blogger show”-ს გუნდმა, ცოტა ხნის წინ, თავის ერთგულ მაყურებელს ახალი პროექტი წარუდგინა. „ტოპ- მოდელი” ახალი ქართული რეალითი შოუა, რომელიც კვირაში ორი, ჯამში კი 12 ეპიზოდისგან შედგება, მათ შორის არის ქასთინგი, დავალებების შესრულების ეპიზოდები და ფინალი, რომელიც სავარაუდოდ ოქტომბერში შედგება. გადაცემის მეორე ეპიზოდში,ქასთინგზე შერჩეულ მონაწილეთა შორის, სულ რაღაც 12 კონკურსანტს ხვდა წილად პროექტში მოხვედრისა და კონკურსის გაგრძელების შანსი.  ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე 18 წლის თათუკა გელაშვილია, რომელიც გვინდა, უფრო ახლოს გაგაცნოთ.

ის ნათელი მაგალითია იმ სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ, რომელიც მოდის სფეროში მოღვაწე ქალებს ნაკლებად განათლებულ და ძალიან ვიწრო სპექტრში საინტერესოდ მოიაზრებს. თათუკა თვლის, რომ ყველა ადამიანი გაჩნდა იმისთვის, რათა შეიგრძნოს რას ნიშნავს ცოცხალ ქმნილებად ყოფნა. ის განსაკუთრებულად ამაღლებული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობითა და სამართლიანობისთვის ბრძოლის სურვილით გამოირჩევა, უყვარს ხატვა და კერამიკაზე მუშაობა. ყველაფერთან ერთად, თათუკა ვეგეტარიანელია, ოცნებობს მთელს მსოფლიოში სიმშვიდეზე და მიიჩნევს , რომ საკუთარი წვლილი მუდმივად შეაქვს ფემინიზმის განვითარებასა და ადამიანებისთვის სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

 


როგორ ფიქრობ, რა გქმნის იმად, რაც ხარ?

 

ჩემი აზრითადამიანს მრავალი ფაქტორი ქმნის და აყალიბებსმაგალითადოჯახისოციუმიმეგობრბიპარტნიორიინფორმაცია, რომელსაც იღებს და .ამ საკითხში არც მე ვარ გამონაკლისი.

 

რა გახსენდება პირველი სიტყვაზე ,,ტკივილი”, ,,ბედნიერება”, ,,წარმატება”, და ,,დაცემა”?

 

სიტყვაზე - “ტკივილი” მახსენდება ჩემი ძაღლის დაკარგვა, რომელიც 4 წლის ასაკიდან მყავდა და მის გარეშე საკუთარი თავი არც კი მახსოვსსიტვაზე ბედნიერება” მახსენდება ჩემი პარტნიორისაუკეთესო მეგობარი და ოჯახიასევე საყვარელი საქმე, რომელიც მოდელობაასიტყვაზე წარმატება” წარმოვიდგენ, როგორ დავდივარ დიდი დიზაინერების runway-ზე და ყველა ადამიანის ყურადღება მოპყრობილია ტანისსამოსზე, რომელსაც ამაყად ვატარებიმავე საღამოს კი ქართულ გაზეთებსა და სოციალურ მედიაში ვკითხულობ, რამხელა წარმატება მოიპოვა მსოფლიო ასპარეზზე ქართველმა მოდელმა.

 

რომ შეგეძლოს, წარსულის რომელ მომენტს ამოშლიდი და რომელს გაიმეორებდი?

 

ცხოვრების მომენტების ამოშლა ან კიდევ ერთხელ განცდა რომ შემეძლოსამას არ გავაკეთებდირადგან ვფიქრობცხოვრებაში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია და ის ყველაფერი გვაქცევს ადამიანებად, რომლებიც დღეს ვართ და ხვალ ვიქნებით.


რა არის ისრასაც სარკეში ჩახედვისას საკუთარ თავს ეუბნები?

 

დიდი ხნის განმავლობაში მქონდა body dysmorphia და სარკეში ჩახედვისას ჩემი თავი არასდროს მომწონდათუმცა გავაცნობიერე, რომ პრობლემა იმაში კი არ არის, თუ როგორ გამოვიყურებიარამედ იმაში, თუ როგორ ვხედავ საკუთარ თავს მევერ ვიტყვი, რომ ბოლომდე უკან მოვიტოვე ესთუმცა ვცდილობ, დავძლიო საკუთარი შიშები და ყოველ დღე სარკეში ჩახედვისას თავს ვეუბნებირომ საკმარისად კარგი ვარლამაზი და რომ ჩემი სხეული ან ის, თუ რამდენი ვჭამე წინა ღამეს არ განსაზღვრავს ჩემს, როგორც ადამიანის ღირებულებასვფიქრობ, ყველა ადამიანმა ასე უნდა შეხედოს საკუთარ თავს,დანარჩენებმა კი გაითავისონ, რომ body shaming ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი გზაა საკუთარი აზრის აგრესიულად გამოხატვის და ეს უნდა დასრულდესრადგან ყველა სხეული ძალიან ლამაზია.

 

რომელი თქვენი საქციელი გაქცევთ საკუთარ თავად?

 

ვერ ვიტყვითრომ რაიმე საქციელი გვაქცევს საკუთარ თავადრადგან საქციელი უბრალოდ იმის გარეგანი გამოხატვაა, რაც რეალურად შინაგანად ვართანუ საქციელი კი არ გვხდის საკუთარ თავადარამედ ის გვეხმარება საკუთარი თავი გამოვხატოთჩემს თავს კი ყველაზე უკეთ გამოვხატავ ჩემი ცხოვრების წესითკერამიკაზე მუშაობით ან ხატვითარ ვჭამ ხორცს 6-7 წელია და ამით ვამაყობასევე ფემინისტურ აქტივიზმში საკუთარი წვლილის შეტანა მნიშვნელოვნად გამოხატავს ჩემს „მე“- ს.

 

ცხოვრობ იქ და ისე, როგორც თქვენ გინდათ და რატომ თვლი ასე?

 

არ ვცხოვრობ იქ და ისე, სადაც და როგორც მინდაეს სამყარო სავსეა ომითმკვლელობებითდისკრიმინაციითჰომოფობიითქსენოფობიითჩაგვრითფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობითეს არის სამყარო, რომელშიც ქალებს არ აქვთ იგივე ანაზღაურებარაც კაცებს ანალოგიურ პოზიციაზეზოგიერთ ქვეყანაში მათ არ აქვთ განათლების მიღებისან სიყვარულით ქორწინების უფლებაც კი. ეს არის სამყარო, სადაც ტოქსიკური მასკულინურობა ბატონობსგანსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში ბოლო თვეებში მომხდარმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა საზოგადოებაში გავრცელებული არაადეკვატური სტიგმები და განსხვავებულის მიუღებლობარაც პირდაპირ გაუნათლებლობიდან მოდისჩემთვის ლიბერალიზმი სრული ჭეშმარიტებაა და ხშირად ვსაუბრობ ჩემს გარშემო ადამიანებთან ამ თემატიკაზე,რათა ჩემი წვლილი შევიტანო იმ ჭეშმარიტებისთვის ბრძოლაშუ, რისიც მჯერათუ ოდესმე პლატფორმა მექნება,საიდანაც ხალხი მოისმენს ჩემს ხმასაუცილებლად გამოვიყენებ ამ უსამართლობასთან ბრძოლასა და სამყაროს ისეთ ადგილად ქცევისთვის,რომელში მინდა რომ ვცხოვრობდე.

 

 


თქვენი აზრით, რას მოგცემთ „ტოპ მოდელი“ ?

 

ეს პროექტი უდიდესი გამოცდილების მიღების გარდა ჩემი ცხოვრების ისეთად ქცევაში მეხმარება, რის გამოც მიღირს ცხოვრება და რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი.

 

თქვენს წარმოდგენაში, როგორია თათუკა გელაშვილი 5 წლის შემდეგ?

 

ხუთი წლის შემდეგ ჩემი „მე“ ამაყია ხუთი წლის წინანდელი საკუთარი თავითცხოვრობს new york-ში ადამიანთანრომელთან ერთადაც 8 წელი გაატარა დამუშაობს მსოფლიოს დიდ ბრენდებთან.

 

და ბოლოს, თქვენი აზრით, ამ ეტაზე ხართ თუ არა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია?

 

საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ნამდვილად არ ვარ, არც ფიზიკურად და არც შინაგანად, თუმცა ამაზე ვმუშაობ.საკუთარი ცხოვრება ამ ეტაპზე მომწონს და მადლიერი ვარ, თუმცა ეს არ არის ის,რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი და დღესდღეობით ვცდილობ , ჩემი ოცნებები რეალობად ვაქციო.

ჟურნალისტები : თეო ელიზარაშვილი, შორენა კერესელიძე.

Comments