Bamba - ატარე როგორც, შინ ისე გარეთ.

     
პანდემიის პერიოდში შექმნილი ქართული საბავშვო ბრენდი “ბამბა” წარმოდგენილია ნატურალური მასალისგან შექმნილი , მყუდრო , ფერადი სამოსით,რომლის მორგებაც პატარებს, როგორც სახლში,ასევე გარეთ შეუძლიათ .უკეთ ამ ყველაფერზე ინტერვიუში გაიგებთ.



- მომიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ და როგორ გაგიჩნდათ მოდის სფეროში მოღვაწეობის სურვილი?

- ამჟამად ვარ ბრენდ-მენეჯერი ერთ-ერთ კერძო ჰოლდინგში. რაც შეეხება მოდის სფეროს, მახსოვს მეთორმეტე კლასში ძალიან მინდოდა სამხატვროში დიზაინზე ჩაბარება, მაგრამ რადგან ეს სურვილი სკოლის დამთავრების დროს გამიჩნდა გამოცდებამდე ვერ ვასწრებდი ხატვის საგამოცდო დონეზე შესწავლას. თან ეს ისეთი დრო იყო, რომ კოლი შემდეგ ეგრევე თუ არ ჩააბარებდი არ ითვლებოდა კარგად საზოგადოების თვალში, ამიტომ ჩავაბარე ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ილიას უნივერსიტეტში. თან მაშინ ეს ფაკულტეტი და პროფესია ტენდენციური იყო.



- როდის დაარსდა საბავშვო ბრენდი, რა არის ბრენდის კონცეფცია?

- ბევრჯერ მიფიქრია ჩემი ბრენდის შექმნაზე ,მაგრამ სულ სამომავლოდ გადამქონდა.პანდემიის დროს მომივიდა იდეა რომ შემექმნა საბავშვო ხაზი პრინტების გარეშე “Like an adult style”, რომელიც იქნებოდა სადა,მაგრამ ფერადი , ხარისხიანი და ხელმისაწვდომი. მთავარი მიზანი იყო შემექმნა ლამაზი დაამავდროულად მყუდრო სამოსი. დიახ, სწორედ წაიკითხეთმყუდრო და არა კომფორტული. ამჯერად არ გადავდე და შევუდექი საქმეს.


- რამდენად მოთხოვნადია დღეს საქართველოში საბავშვო სამოსი ?როგორ ქმნით დიზაინს? როგორც ვიციუნი-სექსია”.

- ბავშვების ტანისამოსიც გახდა არა მხოლოდ საჭიროება
   არამედ მშობლების იმიჯის, გემოვნების გამომხატველი,ამიტომ ძალიან მოთხოვნადია. "ბამბაარის სწორედ ასეთი სამოსი. მაქსიმალურად მყუდრო, გემოვნებიანიოვერსაიზიზუსტად ამართლებს დევიზსატარე, როგორც შინ ისე გარეთ.” ეს არის სამოსი, რომელსაც ბავშვი მოირგებს სახლშიც და გარეთაც. მაქსიმალურად მყუდრო, მოძრაობის თავისუფლების მომნიჭებელი. ის ყველასთვისაა, განურჩევლად სქესისა.

- რა მატერიებს იყენებთ?

- ყველა ჩვენი მოდელი არის ბამბის 100% ან 95% ბამბა გააჩნია, მოდელის საჭიროებას.

- რა ფუნქცია აქვს თქვენს ბრენდს დღევანდელ ქართულ ბაზარზე, რა არის თქვენი მიზანი?

- ჩვენი მიზანია ყველას ეცვას ის, რაც მოწონს ბავშვობიდან არ იყოს დაყოფილი სქესად გოგოს და ბიჭის ფერებად, მიანიჭოს ჩვენს პატარა მომხმარებლებს მაქსიმალური სიმყუდროვე და თავისუფლება მოძრაობაში.


- როგორ ახერხებთ თქვენი საქმიანობის და ბრენდის მართვის შეთავსებას? თუ გეხმარებათ ვინმე?

- ჯერჯერობით ყველაფერს ვაკეთებ მე. რთულია, მაგრამ არაფერია შეუძლებელი.




- როგორ შეიძლება შევიძინოთ სამოსი?

- სამოსის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ . თბილისის მასშტაბით მიწოდება მეორე დღესვე ხდება, ხოლო რეგიონებში 2-3 დღის ვადაში.




- რას გეგმავთ სამომავლოდ?ხომ არ ველოდოთ დიდების ხაზსაც?

- ჯერჯერობით მაქსიმალურად მსურს განვავითარო ბავშვების ხაზი, სამომავლოდ ვერ გეტყვით, ყველაფერი შესაძლებელია.


გიგა უჩუვატოვი

Comments