თბილისში ახალი სალონი “Bonjour” გაიხსნა.

      ქალბატონი, რომელმაც მშობლიური საქართველოსა და დახვეწილი საფრანგეთის გაერთიანება საკუთარი სილამაზის სალონით გადაწყვიტა, ინტერვიუში მოგიყვებათ, თუ როგორ აქცია საკუთარი უდიდესი ოცნება რეალობად და რას სთავაზობს სილამაზის მოყვარულ ქართველ მომხარებელს, ხარისხსა და ფრანგულ თავის მოვლის კულტურაზე ორიენტირებული სალონი.

 ⁃ პირველ რიგში გაგვეცანით და გვითხარით, როგორ გაგიჩნდათ სალონის გახსნის იდეა?

 ⁃მე ვარ მირანდა ლებანიძე, 39 წლის. პროფესიით ვარ იურისტი, მეოცე წელია ვცხოვრობ საფრანგეთში და მყავს სამი შვილი. უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემს ქვეყანასთან მქონოდა უფრო მჭიდრო კავშირი, ვიდრე მქონდა. ამისთვის გამოვიყენე ეს პროფესია, ძალიან მიყვარს თავის მოვლის ყველა პროცედურა და საქართველოშიც ძალიან ხშირად ვსტუმრობდი სალონებს. მინდოდა, საქართველო და საფრანგეთი, ორი ქვეყანა რომელიც ჩემთვის იყო პრიორიტეტული, რაღაცით დამეკავშირებინა. ამიტომ გავხსენი ქართულ-ფრანგული სილამაზის სალონი. მინდოდა, რომ სილამაზის ფრანგული კულტურა გადმომეტანა საქართველოში.

⁃ სალონი "ბონჟუღ” ქართული სალონი ფრანგული აქცენტებით. მოდით მითხარით რას მოიცავს ეს ყველაფერი? კონკრეტულად რა პროცედურებს სთავაზობს მომხმარებელს?

⁃ ჩვენ გვაქვს ამჟამად პროცედურები, რაც შეეხება თმას, გვყავს სტილისტები, რომლებიც საუკეთესოდ ვარცხნიან, გვაქვს ასევე ბოტოქსი, კერატინით გასწორება, პედიკური, მანიკური და ეს ყველაფერი სულ რაღაც 4 დღეში, რადგან 28 აგვისტოს გავხსენით ჩვენი სალონი სადღესასწაულო ცერემონიალით

⁃ საკმაოდ რთული პერიოდი აგირჩევიათ იმისათვის, რომ გაგეხსნათ სალონი, პანდემიიდან გამომდინარე. რა ხელის შემშლელ ფაქტორებს წააწყდით და რას აკეთებთ იმისთვის, რომ სრულად დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები?

⁃ მესმის, რომ ძალიან რთული პერიოდია, მაგრამ სალონის გახსნის იდეა ოთხი წელია რაც მაქვს, დიდხანს ვგეგმავდი და წელს როგორც იქნა გადავწყვიტე. რადგან აქ არ ვცხოვრობ რთული იყო ასე დისტანციურად მუშაობა, მაგრამ პანდემიამაც ვერ შემაშინა იმდენად მინდოდა და იმდენად დიდი ოცნება იყო ჩემი. რადგან გავხსენი, მე ყოველ თვე შემიძლია ჩასვლა-ჩამოსვლა და მიხედვა, მანამდე კი ვტოვებ ადმინისტრატორს, რომელსაც ყველაფერში ვენდობი. მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოების ნორმებს, მივყვებით სახელმწიფოს მიერ დადგენილ სარეგულაციო სისტემას და ვიყენებთ ყველაფერს, რის გამოყენებასაც ეს სისტემა გვავალდებულებს

⁃ რამდენად ხელმისაწვდომია ფასები და რით გამოირჩევა თბილისის სხვა სალონებისაგან? მარტივად რომ გვითხრათ, რატომ უნდა მოვიდნენ მაინცდამაინც თქვენთან?

⁃ მე უახლოეს მომავალში ვაპირებ ფრანგული მასალის შემოტანას, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ხარისხით დიდად გამოირჩევა ფრანგული პროდუქცია ყველა სხვა დანარჩენისგან. 

⁃ამ ეტაპზე რომელი პროდუქციით მუშაობთ?

⁃ ამ ეტაპზე დავიწყეთ ველას პროდუქციით, მაგრამ შემდეგში უკვე ფრანგული პროდუქციის ჩამოტანასა და გამოყენებას  ვაპირებ, ასევე მინდა, რომ შემოვიტანო ფრანგული სუნამოებიც

⁃ თუ აპირებთ გაფართოებას სამომავლოდ და ამ ეტაპზე რა პროცედურაზე არის განსაკუთრებული მოთხოვნა?

⁃ სამომავლოდ მაქვს გაფართოების გეგმა, ამ ფართს აქვს ქვედა სართულიც, რომელიც არის გამიზნული ეპილაციისთვის, სოლარიუმისა და კოსმეტოლოგიისთვის. მოთხოვნა ძალიან დიდია ფრჩხილზე, პედიკურ-მანიკურსა და აგრეთვე თმაზე

⁃ რაიმე აქციები, ფასდაკლებები და შეთავაზებები ხომ არ გაქვთ?

⁃ დიახ ვაპირებთ ერთგული მომხმარებლებისთვის აქციას "ორი ერთის ფასად", აგრეთვე 15% იან ფასდაკლებას აუცილებლად გახსნასთან დაკავშირებით და კიდევ მრავალი სხვა. აქციები გვექნება თითქმის ყოველთვის

 ⁃როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი საოცნებო სალონი?

⁃ შეიძლება ცუდად მოგეჩვენოთ ჩემი ნათქვამი, მაგრამ ეს სალონია ჩემთვის საოცნებო, როგორც ჩემი მეორე ოჯახი. ძალიან მიყვარს და სხვას უბრალოდ ვერ დავასახელებ. მომავალში ჩემი სალონი წარმომიდგენია და აუცილებლად იქნება საქართველოში წამყვანი, რადგან ვფიქრობ, რომ მე მაქვს პრივილეგია და შესაძლებლობა იმისა, გადმოვიტანო საქართველოში ის ყველაფერი საუკეთესო, რაც საფრანგეთშია. აგრეთვე ვაპირებ ჩემი თანამშრომლების წაყვანას კვალიფიკაციის ასამაღლებლად

⁃ როგორ შეიძლება დაგიკავშირდეთ მომხმარებელი, წინასწარ ხდება ჩაწერა, სოციალური ქსელის მეშვეობით თუ ნომრით? 

⁃ ჩვენთან ხდება როგორც ჩაწერა, აგრეთვე ადგილზე მიღებაც, იმ შემთხვევაში თუ სპეციალისტი თავისუფალია ის აუცილებლად მოგემსახურებათ.



შორენა კერესელიძე


Comments

  1. Bonjour !!! C’est super ! Bon chance ! 😘👍👍👍

    ReplyDelete

Post a Comment