“Hanssly” - ღმერთების ხემსი.


“ღმერთების ხემსი” - შესაძლოა, ლოზუნგი ამბიციურად მიიჩნიოთ, მაგრამ რეალურად ქართული სტარტ აპის “Hanssly”-ის მთავარი ინგრედიენტი პეკანი თავისი ჯანსაღი და სასარგებლო თვისებებით მართლაც ამართლებს მთავარ იდეას. 
დახვეწილი კონცეფცია, კარგად გათვლილი პროექტი, ხარისხიანი პროდუქტი- უმჯობესია, “Hanssly”-ს შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, გიორგი დალაქიშვილმა თავად მოყვიყვეს.


- მომიყევით თქვენს სტარტაპზე , როგორ დაარსდა “Hanssly” ?

- ჩვენი გუნდის მიზანი იყო შეგვექმნა კომპანია, რომლის მთავარი საზრუნავი იქნებოდა ჯანსაღი

სასარგებლო და გემრიელი პროდუქტის შექმნა. მოგეხსენებათ რომ სნექები, რომლებიც ჩვენ

ასე ძალიან გვიყვარს, ძირითად შემთხვევაში არაჯანსაღია, სწორედ ამიტომ “Hanssly” -ს გუნდმა

იმუშავა ამ საკითხზე და შევისწავლეთ კაკლისებრთა ოჯახიდან ერთ-ერთი ყველაზე გემრიერლი

და სასარგებლო კაკლის ჯიში - პეკანი და დავიწყეთ God’s Snack – ის ანუ ღმერთების ხემსი წარმოება.

- რა არის პეკანი ? მისი სასარგებლო თვისებები ?

- პეკანი არის ამერიკული ჯიშის კაკალი, რომლის 21 სახეობაც არსებობს. ჩვენ ამოვარჩიეთ ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სახეობა , რომელსაც აქვს მრავალი სასარგებლო თვისება .

• პეკანი შეიცავს A და B ჯგუფის ვიტამინებს, პროტეინებს , დიდი რაოდენობით რკინასა და სპილენძს ( 100 გრამი კაკალი შეიცავს სპილენძის 120% დღიურ ნორმას , რომელიც ეხმარება ორგანიზმს ბაქტერიების და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში )

• ამცირებს ქოლესტერინის დონეს

• ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს სისხლში

• არეგულირებს რეპროდუქტიული სისტების მუშაობას

• გამოჰყავს კარცეროგენული ნივთიერებები და ანადგურებს კიბოს უჯრედებს

ეს ის რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელია იმ უამრავი დადებითი თვისებიდან რომელიც პეკანს გააჩნია.

- რას უნდა მივატანოთ? რას უხდება?

God’s Snack - ი არის მოხალული პეკანი ჰიმალაის მთის მარილთან ერთად, რომელიც უკვე ცალკეულად დამოუკიდებელ გემოს ქმნის. ასევე, უხდება ალკოჰოლურ სასმელებს და გამოიყენება არაერთ ჯანსაღ სალათისა თუ ტკბილეულის რეცეპტში.

- რატომ უწოდებთ „ღმერთების ხემსს“ ?

- სახელზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ საინტერესო ისტორიული ფაქტი, რომ ძველ საბერძნეთში კაკლის ხის ნაყოფს ღმერთების რკოს ეძახდნენ, რაც მისი სამკურნალო თვისებებით იყო განპირობებული. ამ ისტორიაზე დაყრდნობით შეიქმნა ჩვენი პროდუქტის სახელი God’s Snack ანუ ღმერთების ხემსი..

- როგორ ხდება ხემსის დამზადება, საქართველოში მოდის თუ საზღვარგარეთიდან შემოგაქვთ?

- ჩვენი პროდუქცია სრულიად ქართულია. მისი დამზადება ხდება ყველანაირი სტანდარტის დაცვით. პირველ რიგში ირეცხება და სუფთავდება პეკანის მარცვლები , შემდეგ სპეციალურ ღუმელში იხალება იდეალურ ტემპერატურაზე რათა არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები და ბოლოს მუშავდება ჰიმალაის

მთის მარილთად ერთად, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის იდეალურ გემოს.


- როგორ შეიძლება პროდუქტის შეძენა?

- ამ ეტაპისთვის პროდუქტის შეძენა შესაძლებელია მარი მარკეტის ქსელში ( ბელიაშვილის 27ა და აღმაშენებლის ხეივანი ) თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის გაცილებით მეტ ადგილას იყოს ხელმისაწვდომი God’s Snack -ი. ასევე ინსტაგრამის ( www.instagram.com/Hanssly ) მეშვეობითაც არის შესაძლებელი შეძენა ადგილზე მიტანით.

- თუ გყავთ კონკურენტები ბაზარზე?

- ბაზარზე არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც გვთავაზობეს პეკანს , თუმცა აღსანიშნავია, რომ არსებული პროდუქცია ძირითადად იმპორტულია , ფასიც მაღალია და ჩვენგან განსხვავებით მომხმარებელს აწვდის მხოლოდ ნედლი და დაუმუშავებელი სახით. ჩვენ რათქმაუდნა მივესალმებით ჯანსაღ კონკურენციას რადგან სწორედ კონკურენცია განაპირობებს პროდუქციის ხარისხს .

- რა განაპირობებს პროდუქტის ხარისხს ?

- მაღალი ხარისხის პროდუქტის შესაქმნელად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა დეტალი დაწყებული უშუალოდ ნედლეულის შერჩევიდან და წარმოების ტექნოლოგიიდან , დასრულებული შეფუთვის ხარისხით. ჩვენს შემთხვევში საგულდაგულოდ არის შერჩეული და დასუფთავებული თითოეული პეკანის მარცვალი. რაც შეეხება შეფუთვას , არის ეკოლოგიურად სუფთა სხვა არსებული შეფუთვებისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად პოლიეთილენით არის წარმოდგენილი.

- თუ გეგმავთ გაფართოებას ან ახალი პროდუქტის დამატებას?

რათქმაუნდა, სულ მალე კომპანია Hanssly შემოგთავაზებთ God’s Snack ის არაერთ ვარიაციას სპეციალური რეცეპტებით. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია მოვიცვათ ადგილობრივი ბაზარი, ასევე პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ექსპორტზე . God’s Snack -მა გაიარა შემოწმება მიუხენის

ლაბორატორიაშიც და დაგვიდასტურდა რომ ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს ევრო სტანდარტებს .



გიგა უჩუვატოვი

Comments