“The One” - ბრენდის დაარსების ისტორია.


იდეიდან პირველ პროდუქტამდე - გზა ხანდახან რთული და დამღლელია, თუმცა როგორც იტყვიან მიზანი ამართლებს საშუალებას. გთავაზობთ ინტერვიუს “The One” -ის დამფუძნებლებთან მაშო იაშვილთან და ლიკუნა ნატროშვილთან. 



-  მოგვიყევით თქვენს შესახებრა გახდა მთავარი ინსპირაციადაგეფუძნებინათ “The One”?


- ჩვენ ვართ მეგობრები სხვადასხვა პროფესიით ,რომლებსაც ყოველთვის გვქონდა სურვილი გაგვეკეთებინა საერთო სტარტაპი, რომელიც იქნებოდა საყვარელი საქმე და სიახლე ქართულ ბაზარზე, ინსპირაცია იყო ზაფხული, სითბო, ფერადი ფერებიი და ორი მეგობრის სურვილი ეკეთებინა საერთო საქმე.



რა გამოცდილებებმა და იდეებმა გიბიძგათ, შეგექმნათ აღნიშნული სტარტაპი?


- როდესაც დავიწყეთ ფიქრი თუ რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, გადავწყვიტეთ,  რომ ზაფხულში ქალისთვის ყველაზე საჭირო და ამავდროულად ლამაზი ჩანთები შეგვექმნა ორგანზისაგან, ამას მოყვა შემდეგი ნაბიჯი, დაგვჭირდა ლეპტოპის ჩანთის შეძენა და მივხვდით, რომ საქართველოში კარგი ხარისხიანი და რაც მთავარია, ქართული ლეპტოპის ჩანთა არ იყო ბაზარზე. ასე გაჩნდა იდეა რომ ჩვენი ჩანებისთვის დაგვემატებინა ლეპტოპის ჩანთები  ძველი ქართული ფრესკებიდან ამოღებული ორნამენტების პრინტებით, რომელიც კიდევ უფრო ქართულს გახდიდა ჩვენს ჩანთებს





დავიწყეთ ამაზე “თიბისისთან” მოლაპარაკებები და ხელოვნების სასახლესთან ,რადგან ეს პროექტი „ძველი ქართული ქსოვილის ახალი სიცოცხლე“  მათ ეკუთვნით და ამ პრინტების გამოყენების ნებართვაც მივიღეთ. დავდეთ ერთწლიანი ხელშეკრულება, მოვძებნეთ სტამბა და სამკერვალო, რომელიც ამ პრინტებს ქსოვილებად აქცევდა და შემდეგ უკვე შეიკერებოდა ჩანთები. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა სასურველი ზომის და ფორმების შექმნა, სამკერვალოში ისწავლეს ლეპტოპის ჩანთების კერვა ნულიდან, რადგან გამოცდილება არ ჰქონიათ მანამდე, ასევე - ნაჭერი როგორი უნდა ყოფილიყო, შიგნიდან გამყოფი ჯიბეები ჰქონოდა უ არა, სირბილე რომ უნდა ჰქონოდა ჩანთას, როგორი გადასაკიდი და ხელის მოსაკიდებლები ჰქონოდა და ასე შემდეგ… თუმცა, თვენახევრიანი ძიების შემდეგ შევკერეთ პირველი კოლექცია ლეპტოპის ჩანთების და გაათავსეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებზე (იხ. ბმული)


https://www.facebook.com/theonebags/

https://www.instagram.com/theonebags1/



როგორია გამომხმაურება მომხმარებლისგან და ამჟამად, რას მოიცავს The One”-ის კოლექცია?

 

- ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს ჩანთებს, აქტიურად გვწერდნენ და გვიკვეთავენ. არა მარტო ქართველები ,უცხოელებიცრაც მთავარია უცხოელებისათვის საჩუქრებად ყიდულობენ ხშირად. ჩვენს თითოეულ ანთას თავისი პასპორტი მოჰყვება, სადაც ამ პრინტის ისტორია წერია. რომელი ფრესკიდან არის ამოღებული და ვისი სამოსიდან.

ლეპტოპის ჩანთებს დავამატეთ პანამები და ჩვეულებრივი ყოველდღიური ჩანთები ამავე პრინტებით. 



 როგორც სტარტაპს ბაზარზე, რა გამოწვევებისა და სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?


- სირთულეები მუდმივად არის, როცა ახალ საქმეს იწყებ. ხან სამკერვალო ზუსტ დროში ვერ გისწრებს შეკვეთას, ხან კურიერს არ სცალია … თუმცა, ყველაზე დიდი სირთულე მაინც ცნობადობის ამაღლებაა, რომელსაც მუდმივად ვებრძვით და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტად ცნობადები გავხდეთ,  როგორც ბრენდი .


მაშო და ლიკუნა


რა როლი იქონია პანდემიამ “The One”-ის საქმიანობაში?


- იდეაც და მისი განხორციელებაც პანდემიის დროს დავიწყეთ, რადგან მეტი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა ორივეს.აქტიურად შევუდექით მუშაობას, რომ ჩვენი სპარტაპისათვის რეალური სახე მიგვეცა,თუმცა ხელის შემშლელი გამოდგა მსოფლიო ვითარება. მასალას ვერ ვყიდულობდით, შეჩერებული იყო იმპორტი და ამის გამო გაგვიჭირდა ბევრი რამის მოძიება, მაგრამ ესეც გადავლახეთ დროთა განმავლობაში.



 - როგორია მუშაობის პროცესი და რა შედის თქვენს სამომავლო გეგმებში?


-   სამომავლოდ გვინდა სხვადასხვა ტიპის ჩანთების და კოლექციის შექმნა, ცნობადობის იმდენად გაზრდა რმ საქართველოს გავცდეთ და უცხო ქვეყნებში გავიტანოთ ჩვენი ძველქართული ქსოვილით შექმნილი ჩანთები, მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი კულტურა და დავანახოთ, რომ საუკუნეების წინაც საქართველოში ულამაზესი ქსოვილი იქმნებოდა.

   ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნო პროცესია რომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩადებას. იმედი გვაქვს რომ ყველა ჩვენი მომხმარებელი მაქსიმალურად კმაყოფილი იქნება ჩვენი პროდუქციით.

 






Comments