Touchgeorgia - უნიკალური ქართული პროდუქტი პანდემიის წინააღმდეგ.


პანდემიის პირობებში ანტისეპტიკური საშუალებები ჩვენი ჩანთების განუყრელ კომპონენტებად იქცნენ. თანაც, ახლა უკვე პირბადის მსგავსად გვინდა, რომ ბოთლის დიზაინი მოსაწყენი არ იყოს და ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში დაგვეხმაროს. რა თქმა უნდა , სურნელიც მნიშვნელოვანია და პლუს კანიც არ უნდა გამოგვიშროს. დღეს მინდა მოგიყვეთ ქართულ სტარტ აპზე “Touchgeorgia”,რომელიც სწორედ იმ პროდუქტს გვთავაზობს , რაც დღევანდელ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება.

 - მომიყევით თქვენი ბრენდის შესახებ, როდის გაგიჩნდათ იდეა?

- ჰიგიენა ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი გასაღებია ჯანსაღი ცხოვრების შესანარჩუნებლად Touchgeorgia hand mist შექმნილია იმისათვის, რომ ხელის ჰიგიენა იყოს მხიარული, მოსახერხებელი და სასიამოვნო.
    ეს ყველაფერი დაიწყო როგორც ოცნება , იდეა, რომელიც სულ ჩემთან იყო გონებაში.... იდეა ადვილი იყო,რთული ნაწილი მისი რეალობად ქცევა იყო, თუმცა გადავლახე ყველა ბარიერი და ის, რაც ჩემთვის ოცნება იყო, მალე გახდება ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.  
  ყოველთვის ყველაფერში ვეძებ განსხვავებულს, ჩვენს ქვეყანაში კი ამ მიმართულებით ვერ ვნახე საინტერსო , ინოვაციური პროდუქტი, ამიტომ შევქმენი  ახალი თაობის ხელის ანტიბაქტერიული დამატენიანებელი სპრეი

 - უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარდა , კიდევ რა დატვირთვა აქვს ბრენდს ?

- ეკონომიურია: 500-ზე მეტი შესხურებაა (20-ჯერ მეტი ვიდრე გელი/ქაფი ტიპური ჯიბის ზომის ხსნარები) უსაფრთხობოთლის დიზაინი შექმნილია გაჟონვის ან დაღვრის თავიდან   ასაცილებლად.რაც ყველაზე მოსახერხებელს და კომფორტულს ხდის ეს არის სილიკონის ქეისი, რომელიც შეუძია მომხმარებელს მიამაგროს სამოგზაურო ჩანთებს, გასაღებს, პორტფელს, საბავშვო წიგნების ჩანთებს ან ყველაფერს, რაზეც სურთ!

- რა ინგრედიენტებს შეიცავს თქვენი პროდუქტი?

- ჩვენი ფორმულა შეიცავს (როგორც ძირითად ინგრედიენტს) ეთილის სპირტს, რომელიც გარანტირებულად კლავს დაავადების გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიკრობების 99,99% - და კლასიფიცირებულია FDA– მიერ I კატეგორიის აქტიური ინგრედიენტის სახით (რაც იმას ნიშნავს, რომ ის უსაფრთხო და ეფექტურია), ასევე  გლიცერინ 26 - . შემდეგ ჩვენ შევიტანეთ რამდენიმე ინგრედიენტი, რომელიც ატენიანებს და არბილებს კანს, როგორიცაა ალოე ვერა, ლიმონის და ლაიმის ეთერზეთი, ცაცხვის ეთერზეთი.


- რამდენი სახის პროდუქტი გაქვთ წარმოდგენილი ?

- შევეცადეთ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ხილის და მცენარეული სურნელების ბალანსი .

ამ ეტაპზე 4 სახეობით ვართ წარმოდგენილები

1. ლავანდა                                              

2. საზამთრო

3. ტყის კენკრა

4. ვანილი დარიჩინით


 

 - სად ხდება წარმოება ? 100% ქართულია ?

- დიახ 100 % ქართულია. პროდუქცია მოთავსებულია ფერად, მინიმალისტურ შეფუთვაში რომლის დიზაინიც და ბეჭვდაც ხდება საქართველოში.

 


- რამდენად დიდია მოთხოვნა , როგორია საზოგადოების შეფასებები?

- დარწმუნებული ვიყავი, რომ საზოგადოების ინტერესს მალე მოიპოვებდა მისი საინტერესო და პრაქტიკული დიზაინიდან გამომდინარე, ჩანაფიქრმაც ძალიან მალე გაამართლა და საკმაოდ მოთხოვნადი გახდა.


რაიმე ახალი პროდუქტის პროექტზე ხომ არ ფიქრობთ?

- შემდეგი მიზნები საკმაოდ საინტერესოა ,პროდუქციის ხაზის გაფართოებას ვგეგმავთ, გვექნება  სურნელების მრავალფეროვნება ყველა გემოვნების დასაკმაყოფილებლად, ასევე მამაკაცის ხაზი იქნება სულ მალე.

 რამდენად ხელმისაწვდომია პროდუქტი , სად შეიძლება შეძენა?

- ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზება ხდება ონლაინ, მიმნდინარეობს მოლაპრაკება რამოდენიმე კომპანიასთან და სულ მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება შეძენა. აქტიურები ვართ სოციალურ მედიაში ვინაიდან ბრენდები ქმნიან თავიანთ რეპუტაციას მომხმარებელთა გამოხმაურების საფუძველზე. დღესდღეობით მსოფლიოს არ აქვს ბარიერებიჩვენ ვერ დავემალებით ხალხის აზრს. სოციალური მედია არის პროდუქტის ინოვაციის და ბრენდის გაუმჯობესების წყარო.


ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ ჩვენი სოციალური მედიის გამოხმაურებებიდან, როგორიცაა ახალი არომატული იდეები, პროდუქტის გაუმჯობესება. ძალიან მეხმარება სოციალური მედია ბრენდის განვითარებაში.




                                                         გიგა უჩუვატოვი


Comments