BIGSIE BEAUTY - იტი მეტრეველი

 


ვინ არის ვიზაჟისტი ? ეს არის ხელოვანი ადამიანი, რომელიც ფუნჯებითა და საღებავებით ადამიანის სახეს იდეალურობისკენ ცვლის. დღეს მინდა გაგაცნოთ თეონა-იტი მეტრეველი, რომელიც შეყვარებულია საკუთარ საქმეზე. სხვათაშორის ინტერვიუში საინტერესო რჩევებსაც ამოიკითხავთ.

- მომიყევით თქვენ შესახებ ? როგორ დაინტერესდით ამ სფეროთი?

ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე მუდამ შეხება მქონდა სილამაზესთან და ესთეტიკასთან.. ბოლო 3 წლის განმავლობაში ძირფესვიანად შევისწავლე საყვარელი საქმე და პროფესიად ვაქციე.

-  თვითნასწავლი ხართ ?

შემასწავლა ერთ-ერთმა საუკეთესო ვიზაჟისტმა ნინო მარტაშვილმა.

- როგორია 2021 წლის მაკიაჟის ტენდენციები? თუ შეიცვალა შეხედულებები?

2021 წლის ტენდენცია მსუბუქი მაკიაჟია. 

- მომიყევით თქვენი სატელევიზიო მაკიაჟის შესახებ ? რა სპეციფიკა აქვს თუ განსხვავდება ყოველდღიური მაკიაჟისგან?

ტელევიზიის და ფოტოსესიის მაკიაჟი განსხვავდება დღის  მაკიაჟისგან. აუცილებელია იყოს მატი კანი, ეკრანზე კანი არ უნდა პრიალებდეს.

- ხრიკები,  რომლებსაც გაუზიარებდით გოგოებს მაკიაჟში?

- პირველრიგში, ვურჩევ ყველას  კანი მუდამ დატენიანებული ჰქონდეთ. მეორე. ზამთრის პერიოდში თუ მშრალი კანი გაქვთ, ტონალური საცხის წასმა ცოტათი პრობლემატურია. ამიტომ ფუნჯის ნაცვლად გამოიყენეთ “სპონჯი”. გამოყენების წინ გაავლეთ სახის სპეციალურ ზეთში (ქოქოსის ზეთიც გამოდგება). ზეთიანი სპონჯი დაგეხმარებათ უზადოდ წაისვათ სახეზე ტონალური საცხი.

- საინტერესოა რომელია თქვენი ფავორიტი “ბიუთი ბრენდები”?

ჩემს შეთხვევაში  შეუცვლელი პროდუქტი რომელსაც  ყოველთვის ვიყენებ არის “filorga”, შემდეგ სხვა უამრავი პროდუქტი, ინდივიდუალურია ყველა მომხმარებლის კანი.

- რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ მაკიაჟის კეთებისას?

ბევრი მაკიაჟის ფუძედ იყენებს კანზე მუქ ტონალურ კრემს, რაც ნიღბის ეფექტს ქმნის. ამ შემთხვევაში სახე დისჰარმონიაში მოდის სხეულთან. თუ გინდათ, სახეს ნამზეურის ეფექტი  მიანიჭოთ, ფუძედ გამოიყენეთ თქვენივე სახისფერი ტონალური, ზემოდან კი გადაისვით ბრინჯაოსფერი პუდრის თხელი ფენა. წაისვით ის მხოლოდ ბუნებრივი რუჯის ადგილას - ლოყებზე, ცხვირზე, ნიკაპსა და შუბლზე.

- რომელია თქვენი ანტი ტრენდი ბიუთი ისტორიის ბოლო 10 წლეულში?

მბზინავი მაკიაჟი არ მომწონს.. ყველას არ აქვს ისეთი სუფთა კანი რომ გლითერებით და ბრონზერებით სახე გამოინათოს,უმეტეს შემთხვევაში სახის ყველა ნაკლს მკაფიოდ აჩენს.

- როგორ შეიძლება თქვენთან ჩაწერა?

ჩემთან ჩაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ინსტაგრამზე და ფეისბუქ გვერდზე მოწერით. 

https://www.facebook.com/ITIs-MAKE-UP

https://instagram.com/makeup_itimetreveli?utm_medium=copy_link


- რას გეგმავთ სამომავლოდ?

სამომავლოდ ვაპირებ ვიზაჟის სტუდიის  გახსნას, სადაც შევასწავლი როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალურ დონეზე.

Comments