Naaoko - ქართული ბრენდი იაპონური მოტივებით.


არსებობს მოდის ისტორიაში პერიოდები , როცა მსოფლიო მოდის ელიტური საზოგადოება ერთი ქვეყნის კულტურას და შესაბამისად , შემოქმედებას “იჩემებს”. ასე იყო რამდენიმე წლის წინ ქართველ დიზაინერებზეც, დემნა გვასალიას რევოლუციური შემოჭრის შემდეგ მსოფლიო პრესა მისი სამშობლოთი დაინტერესდა და თითქოს , როგორც ამერიკულ სათავგადასავლო ვესტერნებშია ;”ჰოი საოცრებავ!” - ადგილზე ჩამოსულმა მოდის მოყვარულებმა მათთვის ეგზოტიკურ განძს მიაგნებს. საქართველომდე ერთი ათწლეულით ადრე ყურადღების ქვეშ იაპონელი დიზაინერები მოექცნენ -იზი მიაკი, იოჯი იამამოტო, რეი კავაკუბო - ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ იაპონელი დიზაინერებისა , რომელთა მეშვეობითაც მსოფლიო ეზიარა აღმოსავრულ კულტურას და მეტიც შეიყვარა. დღეს საქართველოში ძალიან მოდური გახდა იაპონური კულტურა, რაზეც დიდი გავლენა ანიმემ იქონია. ასეა თუ ისე ფაქტია დღეს უფრო მეტ ადამიანს შევხვდებით თბილისის ქუჩებში კიმონოთი, ვიდრე თუნდაც სამი წლის წინ. მინდა გაგაცნოთ ქართული სტარტ აპი “Naaoko” აღმოსავლური აქცენტებით.

- მომიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ და როგორ გაგიჩნდათ მოდის სფეროში მოღვაწეობის სურვილი?

 - ვარ მსახიობი, ნინუცა ჩარგეიშვილი დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კარანტინის დროს მომინდა გამეფერადებინა და გამეხალისებინა სამყარო და შევქმენი “ნაოკო”.

-  როდის დაარსდა ბრენდი, რა არის ბრენდის კონცეფცია?

- ბრენდი დაარსდა 2021 წლის ნოემბერს კარანტინის დროს. ჯერჯერობით ბრენდი ახალი შექმნილია და განვითარების პროცესშია.

- რამდენად მოთხოვნადია დღეს საქართველოში მსგავსი აქსესუარები?როგორ ქმნით დიზაინს?

- მსგავს აქსესუარებს ნელ-ნელა ითვისებს ხალხი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ფერებს შეიტანენ თავიანთ ცხობრებაში.

- რა მატერიებს იყენებთ? თუ ხდება ინდივიდუალური შეკვეთა?რომელიმე ქვეყნის კულტურა ხომ არ არის თქვენი ინსპირაცია?

- ძირითადად ვიყენებ მაღალი ხარისხის აბრეშუმს . მომავალში დამზადდება ინდუვიდუალური შეკვეთებიც. მომწონს აღმოსავლური კულტურა და ვფიქრობ დასავლური ელემენტების შეტანას.

- რა ფუნქცია აქვს თქვენს ბრენდს დღევანდელ ქართულ ბაზარზე, რა არის თქვენი მიზანი?

- ჩემი მიზანია რაც შეიძლება განვვითარედე და მრავალფეროვანი გავხადო ჩემი საქმე ანუ შემოვიტანო და დავამატო ტანსაცმლის ხაზი , აქსესუარები, ჩანთები და ა.შ

- როგორ ახერხებთ თქვენი საქმიანობის და ბრენდის მართვის შეთავსებას? თუ გეხმარებათ ვინმე?

- ბრენდს ჯერჯერობით მარტო ვმართავ.

- როგორ შეიძლება შევიძინოთ პროდუქტი?

- პროდუქტის შეძენა ხდება ონლაინ ინსტაგრამის და ფეისბუქის საშუალებით. 

https://instagram.com/_naaoko_?utm_medium=copy_link

https://m.facebook.com/profile.php?id=108743924224513&ref=content_filter

- რას გეგმავთ სამომავლოდ?

- ბრენდი თუ საზოგადოების მოწონებას დაიმსახურებს და მოთხოვნადი გახდება , რა თქმა უნდა, გავაფართოვებ. 



Comments